გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე მანიფესტაციაზე: ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა არ დაუშვას და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, რაც უკვე ზღვარს არის გადასული და საზოგადოება წუხს ამაზე

1-12-2024

„ეს არ არის ქართული, ეს არ არის საქართველოს ინტერესებში და ეს სახიფათოა!,“ - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.


როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, ის რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ზედაპირზე ჩანს და ამ საფრთხეების აღკვეთა ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა და ამას ითხოვს საზოგადოებაც.


„ქვეყანას რაც საფრთხეს უქმნის ყველაფერი ზედაპირზეა. რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, პოლიტიკური კეკლუცი, ტოპ-ტვინებად საკუთარი თავის გამოცხადება, ბულინგი, ცინიზმი, შეურაცხყოფა, ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, ხშირ შემთხვევაში ისტერიული ჟურნალისტიკა, ძალადობა, ვანდალიზმი, ურწმუნოება, საკუთარი ეროვნული ღირსებებისა და ტრადიციების პროვინციალიზმად და რუსეთუმეობად გამოცხადება, უმცირესობის პრივილეგირებულ უმრავლესობად წარმოჩინება და ბოლოს - ყველაფრის კადრება. ყველაფერი ეს თავმოყრილი იყო საქართველოს დედაქალაქის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, ფსევდოპატრიოტული იდეოლოგიით გაჟღენთილ მიტინგზე, რადიკალურ მომიტინგეთა შორის. ეს არ არის ქართული, ეს არ არის საქართველოს ინტერესებში და ეს სახიფათოა! ხელისუფლების, რომლის ნაწილიც თავად გახლავართ, პირდაპირი ვალდებულებაა, არ დაუშვას და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, რაც უკვე ზღვარს არის გადასული და საზოგადოება წუხს ამაზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ეროვნულ ინტერესებს, იმას რისთვისაც მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში დაგვიჭირა მხარი!," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.