გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად

1-12-2024

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.


„ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწადნახევარი ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან იმ ძალებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შანტაჟისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. ანალოგიურად, ვპირდებით ყველას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს და ჩვენ სლოგანს - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ,"- განაცხადა პრემიერმა.