გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ მათთან

1-12-2024

ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.


„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართებით და საქართველოს მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი,"- განაცხადა პრემიერმა.