გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ

1-12-2024

ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები.


„მგონია, რომ ყველაფერი ადვილი შესაფასებელია, რაც ხდება. პირველი, რაც არის ფაქტი - ყოველ დღე ამ სამი დღის განმავლობაში, იწყება უხეში სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან. პოლიცია არ რეაგირებს საერთოდ, ვიდრე არ გადადიან ძალადობრივი დაჯგუფებები უხეშ სისტემურ ძალადობაზე. შესაბამისად, ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს. არც ერთი ეს აქცია არც გუშინ, არც გუშინწინ, არც იმის წინ არ ყოფილა მშვიდობიანი. ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები, ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეკრებებში. მეორე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს ძალადობა არიოს სისტემური და უხეში. თქვენ ხედავდით, ძალადობრივი დაჯგუფებები როგორ მოქმედებდნენ მაგალითად გუშინ. რა საშუალებებს იყენებდნენ. მათ შორის, ეს იყო პიროტექნიკა, სერიოზული საფრთხის შემცველი იარაღი, რომელსაც ისინი იყენებდნენ პოლიციის წინააღმდეგ. არაფერს ვამბობ ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლაზე. ამ დღეების განმავლობაში იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პირდაპირ უტევდნენ პარლამენტის ჭიშკარს. იყო ძალიან მძიმე ფორმები გამოყენებული, იმისათვის, რომ ძალადობა ყოფილიყო წარმატებული", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ფაქტი არის ის, რომ ძალადობა ხორციელდება სისტემურად.


„წინასწარ არის ორგანიზებული, წინასწარ მოაქვთ მასალები, მათ შორის, ძალადობისთვის და შემდეგ ახორციელებენ ძალადობას. მესამე ფაქტი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანობაში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. გუშინ თავიდან იქნა არიდებული ისეთი მძიმე ინციდენტებიც, რომლებსაც ადგილი ჰქონდა.


მეოთხე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ადგილი ჰქონდა მძიმე ინციდენტებს, რასაც სჭირდება გამოძიება. კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს იყო ცალკეული ექსცესები, ეს არ იყო ძალადობა, თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა მაგალითად იმ დროს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი. სისტემური ძალადობა ხორციელდებოდა პოლიციის მხრიდან, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, 2011 წლის 260020მაისს რამდენიმე ადამიანი მოკლეს, როდესაც შეკრება იყო მშვიდობიანი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ, როდესაც საქმე ეხებოდა ძალის გადამეტებას, ესეც იყო ექსცესები და არა რაიმე სისტემური ძალადობა. ეს არის უტყუარი ფაქტი, რასაც შეფასებაც არ სჭირდება. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი, დაჯდეს და ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა კანონდარღვევას სჭირდება გამოძიება, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ვაცნობიერებთ და ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.