გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს

1-12-2024

ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია.


„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს არის გამოძიების საქმე, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ არიან რუსეთის მოქალაქეები, იყო ერთგვარი დაჯგუფება და ამ დაჯგუფების წევრები დაკავებული არიან სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საქმე. განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, რა უნდოდა ბრიტანელ ინსტრუქტორს, რატომ შეიჭრა ის პარლამენტის შენობაში, ვისი დაკვეთით მოქმედებდა ეს ადამიანი, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.