გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორში ამერიკის სკოლაში ისტორიის გაკვეთილს "ჯორჯიის შტატის" მოსწავლეები სკაიპით მოისმენენ

8-11-2018

გორში, ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში, 13 ნოემბერს, საქართველოს ისტორიას ჯორჯიის შტატის, ქალაქ რიჩმონდის სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

,,ორი ჯორჯია-SKYPE - გაკვეთილზე, ლელა კაკაშვილთან ერთად" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელშიც გორის ნებისმიერი სკოლის დაინტერესებულ მოსწავლესაც იწვევენ.

,,ჩვენი სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებს სისტემატურად აცნობენ ჩვენი ქვეყნის კულტურას და ისტორიას. სწორედ ამ მიზნით , 13 ნოემბერს გვექნება SKYPE - გაკვეთილი ჯორჯიის შტატის, რიჩმონდის მოსწავლეებთან. ჩართვის დროს, თქვენ საშუალება გექნებათ, უცხოელ თანატოლებს, პირდაპირ ეთერში, მოუყვეთ ჩვენი სამშობლოს შესახებ, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. გაიგოთ, როგორია მათი ყოველდღიური ცხოვრება. ეს იქნება ჩვენი მეგობრობის დასაწყისი." - აღნიშნავს სკოლის დამფუძნებელი მაია თეთრუაშვილი.


qartli.ge