გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობა 48 700 ლარად სედანის მოდელის ავტომობილს შეიძენს

8-12-2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.  ერთი სედანის შესაძენად მთავრობის აპარატს მაქსიმუმ 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილი მთავრობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა, უნდა ჩაბარდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, „ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმების) ხარჯების ჩათვლით; ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების ღირებულებას 100 000 კმ. გარბენზე (დღგ-ს ჩათვლით) და ავტომობილის მიერ 100 000 კმ-ზე მოხმარებული საწვავის პირობით ღირებულებას. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას“.

შესაძენი ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ავტომობილის სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა ვრცელდებოდეს გარანტია საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი).

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ქ. ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმუმ 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს სულ მცირე ერთი სერვისცენტრი, სადაც განახორციელებს საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიურ ფასიან მომსახურებას.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"