გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ

1-12-2024

„ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და გვაქვს ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რომელმაც უმაღლეს დონეზე შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც ესე უსაფუძვლოდ ჰქონდა გაჩაღებული რადიკალურ ოპოზიციას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონდათ ის შედეგები და ის ადგილი, რომელიც განუწესა ჩვენმა საზოგადოებამ ამ ადამიანებს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციას არაერთხელ ჰქონდა ევროპული სასამართლოს მიმართ სიძულვილის კამპანია და იგივე კამპანიის გაჩაღებას შეეცდებიან ეუთო/ოდირის წინააღმდეგ.


მანვე აღნიშნა, რომ „ნაცების“ მხრიდან ევროპულ ღირებულებებზე საუბარი ფარისევლობაა, რადგან მათ ევროპასთან საერთო არასდროს ჰქონიათ.


„ახლა არის მთავარი კითხვა - ეს ადამიანები რატომ მალავენ და რატომ ემალებიან ეუთო/ოდირის შეფასებებს და დასკვნას და ამით ისინი ორმაგ სტანდარტს ემსახურებიან ისევ. მაგრამ ეს პირველი არ არის მათი მხრიდან, ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიმართ მათ როგორი სიძულვილის კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. ახლა როგორც ჩანს იგივე კამპანიის გაჩაღებას შეეცდებიან ეუთო/ოდირის წინააღმდეგ და ეს ადამიანები, როდესაც ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ, ეს არის ნამდვილად ფარსი და ფარისევლობა მათი მხრიდან, ვინაიდან ევროპასთან „ნაცებს“ საერთო არასდროს არაფერი არ ჰქონიათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.