გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელოში თხილის მოსავლიანობის გაზრდისთვის გუბერნატორის სპეციალური განკარგულება გამოიცა

8-11-2018

ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თხილის მწარმოებლებს, ასევე ექსპორტიორებს შეხვდნენ.

 

გიორგი გახარია სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებს მათ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა და კულტურის განვითარების მიზნით მხარდაჭერა შესთავაზა.

 

„გუშინ,  გუბერნატორის განკარგულება გამოიცა 2019 წლის მოსავლის ზარალის შემცირებისა და თხილის წარმოების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ჩვენ მოსახლეობასთან და ფერმერებთან კარდაკარ სიარულის პრინციპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, ეს გულისხმობს თითოეულ ფერმერთან ცოდნისა და გამოცდილების მიტანას,“ - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

გუბერნატორმა თხილის მწარმოებლებს მავნებლებთან ბრძოლისათვის მისივე ინიცირებული პროექტი, კარდაკარის პრინციპით მუშაობის გეგმა შეახსენა და მათ პროცესებში აქტიურად ჩართვა სთხოვა.

 

,,თხილი ის კულტურაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩაის აღორძინება, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება და ხილის წარმოებაა. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მზად ვართ, ნებისმიერი ინიციატივის განვითარებას შევუწყოთ ხელი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


როგორც შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გეგმავს, სადაც თხილის მწარმოებლებს, ექსპორტიორებს დარგის განვითარების კონკრეტულ გეგმას გააცნობს. შეხვედრაზე გაჟღერდა კიდევ ერთი სიახლის შესახებ. 18 ნოემბერს ფერმერთა დღე სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

 

აზიურ ფაროსანა ხოჭოსა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ექსპერტებსა და მეცნიერებთან ერთად ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“, სურსათის ეროვნული სააგენტო, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია,“ ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გუბერნატორთან ერთად, თითოეულ სოფელს ესტუმრებიან.