გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან იოსელიანი: სასწრაფოდ მოარიდეთ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას

2-12-2024

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციაზე მყოფ მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოარიდონ არასრულწლოვნები რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიას, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.


„მინდა ვთხოვო და მოვუწოდო საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, - აცხადებს იოსელიანი.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.


აღნიშნული სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალებითაც დასტურდება.