გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხაშურში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო

8-11-2018

ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში საბავშვო ნახატების გამოფენა გაიხსნა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამოფენა თემაზე – „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“, პროექტ „პლატფორმას“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ხაშურთან დამეგობრებული ლატვიის ქალაქ ბაუსკას ინიცირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ბაუსკასა და ხაშურში ხორციელდება.


გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ნორჩი მხატვრები და მათი მშობლები. გამოფენაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო.


მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კონკურსის ყველა მონაწილე მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს, სამი ასაკობრივი ჯგუფის ცხრა გამარჯვებული ნამუშევარი კი ლატვიაში, ხაშურთან დამეგობრებულ ქალაქ ბაუსკაში გამოიფინება. გამოფენის გახსნას ბაუსკას მერიის თანამშრომლებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის გარდა დაესწრებიან სტუმრები მოლდოვას ქალაქ სოროკადან, ასევე ლატვიაში საქართველოსა და მოლდოვას საელჩოების წარმომადგენლები.


კონკურსის გამარჯვებულებს ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია სპეციალური პრიზებით დააჯილდოებს.


ipn.ge