გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვახტანგ ჭარაია: მაშინ დავბეჭდოთ ფული და რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით

8-11-2018

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, პენსიის 400 ლარამდე გაზრდა ბიუჯეტის ჩამოშლას და ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს.

 

„400 ლარამდე პენსიის გაზრდა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ასეთი გადაწყვეტილება  ბიუჯეტის ჩამოშლას, ვალუტის გაუფასურებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულვებელყოფას გამოიწვევს.


თუ  მოსახლეობას უნდა 400 ლარიანი პენსია, რომლის მსყიდველობითი უნარი იქნება რამდენიმე ათეულით ნაკლები, ვიდრე დღეს არსებულ 180 ლარს აქვს, კი ბატონო, თეორიულად შესაძლებელია სურვილი გქონდეს, მაშინ დავბეჭდოთ ფული და რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით საქართველში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები გაუარესდება. კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით, პური, რომ 2 მილიონზე მეტი ღირდა. ამიტომ დაპირებები წინასაარჩევნოდ უნდა გაკეთდეს ჯანსაღ გათვლებზე. მაგალითისთვის თუ ავიღებთ შსს-ს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ერთად, ამ უწყებების წლიური ბიუჯეტი   1,6 მილიარდი ლარია. პენისიის 400 ლარამდე გასაზრდელად კი 2 მილიარდია საჭირო. ანუ თეორიულადაც რომ დაუშვა, ამ სამი უწყების გაუქმებაც არ არის საკმარისი პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად. ჯამში ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ხელფასი წლის განმავლობაში 1,8 მილიარდი ლარია. 60 ათასი პედაგოგის, 30 ათასი ჯარისკაცის, რამდენიმე ათასი პოლიციელის, მოკლედ მთლიანად ყველა საჯარო მოხელის სახლში გაშვებაც არ არის საკმარისი ამ დაპირების შესასრულებლად,“ - განაცხადა ჭარაიამ.