8-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 400 ლარიანი პენსია მომავალი წლების განმავლობაში შეუძლებელია.
“დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე, მაგალითად ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ დაცინვა არის, მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ე.წ. კანდიდატი და ე.წ. უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, პირდება 400 ლარიან პენსიას, რომელსაც 2 მილიარდი სჭირდება და მთლიან ბიუჯეტს დაანგრევს და იცის ეს ძალიან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ და თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია 2019 წელს გინდა, 2020 წელს და გინდა 2021 წელს 400 ლარიანი პენსია, რომ ჰქონდეს. აი ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები, საბოლოო ჯამში, რომ უნდა იყოს დაახლოებით 50-60% საშუალო ხელფასისა. დაახლოებით დღევანდელი ფულიდან, რომ გადავიანგარიშოთ 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შემოვთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.