გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

2-12-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სფეროს და ის წარმატებას მოუტანს ქვეყანას როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მიღწევებში ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.