გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

2-12-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.


პრესსამსახურის ინფორმაცით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.


ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.