გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მათიკაშვილი ილონ მასკზე: „რუსი“ და „კრემლისტი“ რომ ყოფილა, იცოდით?! აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

2-12-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მილიარდერ ილონ მასკის მოსაზრებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმებას ემხრობა, სოციალურ ქსელში აფასებს.


მათიკაშვილის განცხადებით, გამოდის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად წარდგენილი მასკი „რუსი“ და „კრემლისტია“, სხვა შემთხვევაში მას არასამთავრობოების დაფინანსების საკითხი არ დააინტერესებდა.


„ეს მასკი „რუსი“ და „კრემლისტი“ რომ ყოფილა, იცოდით?! აბა, თუ კრემლისტი არ არის და ამერიკამ არჩევნების მერე ნიჟნი ნოვგოროდში არ გაიღვიძა, რაში აინტერესებს ილონ მასკს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი??? მორჩა, ყველა კითხვაზე პასუხი „გაცემულია“!

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, რადიკალების და მათი უცხოელი პატრონების აბსურდს, ტყუილს და მზაკვრობას საზღვარი არ აქვს, სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი!“, - წერს დავით მათიკაშვილი.


ცნობისთვის, ილონ მასკი დაეთანხმა ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მეორე ხელმძღვანელად წარდგენილი ვივეკ რამასვამის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყურადღებით უნდა შემოწმდეს, ვინაიდან „ამერიკელები იმსახურებენ გაუმჭვირვალე უცხოური დახმარებისა და არაკომერციული ჯგუფების გამჭვირვალობას“.