გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

3-12-2024

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს.

„დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ისევე, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონში,“ - აღნიშნულია ჰაქან ფიდანის წერილში.