გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Le Monde: ზელენსკი ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ევროპელები კი სხვა გამოსავალს ეძებენ

3-12-2024

იმ ინიციატივების მოლოდინში, რომლებიც აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი ნატოზეა დამოკიდებული, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკი ითხოვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებას, ევროპელები კი სხვა გამოსავალს ეძებენ“.


„უკრაინის მიწვევა ნატოში აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მაშინ, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 3-4 დეკემბერს უნდა შეიკრიბონ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თითოეულ წევრ სახელმწიფოს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ სთხოვს „მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მიწვევის შესახებ“.


გაზეთი Le Monde-ი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში ეს ჰიპოთეზა დღეს არ განიხილება.


„უკრაინის ნატოში გაწევრიანება - ეს არის ვარიანტი, რომელიც ბევრ მოკავშირეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“, - განუცხადა ფრანგულ გაზეთს ევროპელმა დიპლომატმა.


„თუ გარკვეული სახელმწიფოები, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მხარს უჭერენ უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების მოწვევის გაგზავნას, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უარს ამბობს ამაზე, ხოლო დონალდ ტრამპი არასდროს უჭერდა მხარს ასეთ ვარიანტს“, - აღნიშნულია სტატიაში.