გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: დღეს მხოლოდ სტუდენტ შვილებზე არა, სკოლის მოსწავლეებზე არის ნადირობის სეზონი გახსნილი

3-12-2024

„ნუ მოტყუვდებით ძვირადღირებული „ნავაროჩენი“ სწავლის პროცესებით. ჩვეულებრივ სკოლებს მაინც მიაკითხეთ, ოღონდ აქაც - მოიკითხეთ და ისე. ნუ შეგეშინდებათ სწავლის „დაბალი“ დონით - ქართველობის შენარჩუნების შანსი იქ მეტია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მოუწოდებს მშობლებსა ლიბერალ-ფაშისტების სასწავლო დაწესებულებებიდან გამოიყვანონ შვილები.


„ვიცი, რამდენს გტკივათ. დღეს მხოლოდ სტუდენტ-შვილებზე არა, სკოლის მოსწავლეებზე არის ნადირობის სეზონი გახსნილი. ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ „ბრაკონიერების“ შეჩერება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ პროცესების შეჩერება - შეაჩერეთ! მხოლოდ ოჯახურ პირობებში, მონასტრებში და ქართულ ტრადიციულ სასწავლებლებში, ინდივიდუალურად გადასარჩენი ბავშვების ამარა ნუ დატოვებთ ამ ქვეყანას! ცოტანი ვართ! ერთ-ერთი ოპო-ლიდერის კუთვნილი სკოლიდან დროულად გამოიყვანეს ჩემი უფროსი შვილიშვილი ჯერ კიდევ ჩემმა ბიჭმა და რძალმა და ორი წელია ბედნიერ და ჯანსაღ გარემოში სწავლობს კიკეთში. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა - გამოიყვანეთ ლიბერალ-ფაშისტების სასწავლო დაწესებულებებიდან თქვენი შვილები! ნუ მოტყუვდებით ძვირადღირებული "ნავაროჩენი" სწავლის პროცესებით. ჩვეულებრივ სკოლებს მაინც მიაკითხეთ, ოღონდ აქაც - მოიკითხეთ და ისე. ნუ შეგეშინდებათ სწავლის „დაბალი“ დონით - ქართველობის შენარჩუნების შანსი იქ მეტია. შეგნებულად ღუპავენ ბავშვებს, ნუ ჩამომათვლევინებთ ამ „სკოლების“ დასახელებებს, მათთან სასამართლო დავებისთვის არ მცალია. მიხედეთ!!! ვისაც გეხებათ - მიხედეთ!!!“ - წერს დავით ქართველიშვილი.