გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან - მათ ურიგებენ ამფეტამინს

3-12-2024

„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიო France Inter-თან განაცხადა.


მისივე თქმით, სპეცდანიშნულების თანამშრომლებს ურიგდებათ ამფეტამინი ან რაიმე სხვა სახის ნივთიერება, რომელიც განაპირობებს მათ გამძლეობას.


„მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.