გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს

8-11-2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

აღნიშნული განცხდება მან დღეს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


“მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად. პროცესის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს, რომელთაც ასეთი ოპერატიული რეაგირება გამოიჩინეს და შეფასება მისცეს ამ პროცესს. ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისა და დარწმუნებულნი ვართ, ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ.

ამავე დროს, ჩვენ განვაგრძობთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. წელს, ზამთრის პერიოდში, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, გათბობით უზრუნველყოფის მიზნით მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და ამავე დროს, გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.