გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი აქციის მონაწილეების შესახებ სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე: ესენი ბავშვს კი მოკლავენ, „ბაზარი“ არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცრაზმის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ

3-12-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება.


„ტრუპის“ გარეშე - ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ „ჩელიაბინსკია“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რადიკალების გეგმების მიხედვით თუ არ იქნება მსხვერპლი აქციაზე ხალხი აღარ გამოვა. „ესეც „ტრუპი გვინდა“ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ „მშვიდობიან მიტინგზე“ აღარ მოვა. შიგ ევროპაში ტრუპის გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი. რიტუალური მსხვერპლშეწირვა. აი, ოთხი წლის წინ რომ იყო „კასტინგი“ და ფეხმძიმე ქალის კანდიდატურაზე რომ შეჯერდნენ. მაგრამ, ფეხმძიმე ქალის მოყვანაც ჭირს უკვე როგორც ჩანს - ბავშვებიც ამიტომ დაჰყავთ.


მაგრამ აქაც ხომ პრობლემაა? ესენი ბავშვს კი მოკლავენ, „ბაზარი“ არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცრაზმელის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ. მოკლედ სერიოზული დასაფიქრებელია. მაგრამ „ტრუპის“ გარეშე - ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ „ჩელიაბინსკია“. მთელი საქართველო მათ ამ ვირტუალურ „რეალითი შოუში“ ტრუპის მოლოდინშია პირდაპირ ეთერში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შიგ-ევროპული მენტალობა მზადაა. ორი „დეტალიღა“ დარჩა - მსხვერპლის შერჩევა და „მკვლელ-სახელმწიფოზე“ მორგებული დრამატურგიის აწყობა. ჯალათის პრობლემა - არაა. ერთი ტრუპი, მხოლოდ ერთი - და გავდივართ. წინ - ბრიუსელი გველოდება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.


https://www.facebook.com/watch/?v=2107182329712407]