გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ჩიხელიძე: „ნაციონალები“ ორი გვამიდან რამდენიმე „ტრუპზე“ გადავიდნენ, აქციის მონაწილეები, რომლებიც რეალურად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს ადამიანის სიკვდილს აქციის მუხტის გაზრდის ინსტრუმენტად განიხილავს

3-12-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აქციიდან გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.


როგორც ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება და უმკაცრესი დასჯა, ვინც ადამიანურ მსხვერპლს, ქონების დაზიანებას და სხვადასხვა ფორმის მძიმე პროვოკაციებს გეგმავს.


„სისხლის მსმელი რეჟიმი, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სისხლს და ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვს, ბრძანების შესრულებას კი ტვინგამორეცხილი ადამიანები ცდილობენ.


აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება და უმკაცრესი დასჯა, ვინც ადამიანურ მსხვერპლს, ქონების დაზიანებას და სხვადასხვა ფორმის მძიმე პროვოკაციებს გეგმავს, საქართველო უკრაინა არ არის, აქ რევოლუციას ვერ მოახდენთ!“, - წერს დავით ჩიხელიძე. [video=]