3-12-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა, „ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ უკეთესი ევროპული საქართველოსთვის იბრძვის.
მისივე თქმით, ყველას მიაგნებენ და ყველას იდენტიფიცირებას შეძლებენ, ვინც საპოლიციო ღონისძიებებშია ჩართული.
„ადრე თუ გვიან, ჩვენ შევძლებთ, დავაიდენტიფიციროთ ყველა მათგანი და ეს საიდუმლოება არ იქნება და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ კარგი სასამართლოს პირობებში... და ზუსტად ამ სახელმწიფოსთვის ვიბრძვით ხომ, ეს არ არის ეფემერული ბრძოლა რაღაც უცნაური მოთხოვნით - უკეთესი ევროპული სახელმწიფოსთვის. უკეთეს ევროპულ სახელმწიფოში, ყველა მსგავს თავნებობაზე, არ აქვს მნიშვნელობა რა მუნდირი გაცვია, თუ კანონს არღვევ, დაისჯები სათანადოდ. ყველას მივაგნებთ!" - განაცხადა ზაქარაშვილმა.