გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის" მოწყობის ოთხი მცდელობა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

3-12-2024

ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის" ოთხი მცდელობა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, 9.8 % იყო 3 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა, 2021, 2022, 2023 წლებში, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 10 %-ია.


„ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის" ოთხი მცდელობა, ეს ხომ ფაქტია. 2022 წლის ივნისში იყო „ნაცმაიდნის" მოწყობის პირველი მცდელობა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყო პირველი მცდელობა, როცა გარედან დაფინანსებული „ენჯეოები" ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და თვითონ მოსვლა ხელისუფლებაში, მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ „ენჯეოშნიკები". შემდეგ იყო 2023 წლის გაზაფხულზე „ნაცმაიდნის" მოწყობის მეორე მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე იყო მესამე და ახლა ვიხილეთ ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" მეოთხე მცდელობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში არის 9.8 %, წინა სამი წლის იყო 9.8% და წლევანდელი საშუალო 10 თვის არის 10 % ეკონომიკური ზრდა, ანუ ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდით. 4 წლის განმავლობაში იყო „ნაცმაიდნის" მოწყობის ოთხი მცდელობა და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთო პოლიტიკის დამსახურებით, მათ შორის, იმის დამსახურებით, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა. 9.8 % იყო 3 წლის საშუალო ზრდა, 2021, 2022, 2023 წლების და ამ წლის საშუალო 10 თვის მაჩვენებელი არის 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ამხელა ზრდა არ აქვს არავის, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის საოცარი შედეგი. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის, მშვიდობისა და სხვა მოვლენების დამსახურება ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად 4 „ნაცმაიდნის" მცდელობისა,"- განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ისიც, რომ ლარს შექმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შექმნოდა პრობლემები, თუმცა ვერ მიაღწიეს.


„რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე „ნაცმაიდნის" პირობებში იყო მოკლევადიანი რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა თავის პირვანდელ ნიშნულს, რატომ, იმიტომ რომ აქაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას. ესეც იყო რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი, რომ ლარს შექმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შექმნოდა პრობლემები, თუმცა ვერ მიაღწიეს. რომ არ იყოს ეს რადიკალიზმი ქვეყანაში, ბუნებრივია, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, ევროპაში პირველ ადგილას ისედაც ვართ,"- განაცხადა პრემიერმა.