3-12-2024
მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს სოციალურ მიერ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“.
„თამაში ხომ არ არის - საელჩოა! რა გამწარდა ასეთი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მინავლებულ პროცესში, რომ ახლა უნდა დაგვარტყას განსაკუთრებულად. სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერეს, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ კიდევ კარგი, ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მოქნეული, გაბოროტებული კუდი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ყველაფერი გასაგებია“, - წერს საელჩო.