გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ყოფილ ევროკომისარს მართლმსაჯულების საკითხებში დიდიე რეინდერსს ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს

4-12-2024

ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა, რაც ყოფილი ევროკომისრის მართლმსაჯულების საკითხებში დიდიე რეინდერსის ფულის გათეთრების საქმეს უკავშირდება.


ჩხრეკა ჩატარდა რეინდერსის სახლშიც. ყოფილი ევროკომისარი პოლიციაშიც გამოიკითხა. ფულის გათეთრების საქმეს სამართალდამცველები რამდენიმე თვეა რაც იძიებენ.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამომძიებლები ელოდებოდნენ, რომ რეინდერსს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და ევროკომისრის იმუნიტეტი დაეკარგა.


ფულის გათეთრების გამოძიების ფაქტი ბელგიის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა ყოფილ ევროკომისარს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


საქმის მასალების თანახმად, რეინდერსი ეროვნული ლატარიის მეშვეობით ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყოფილი ევროკომისარი, გამოძიების თანახმად, 1 - 100 ევრომდე ღირებულების ელექტრონულ ვაუჩერებს ყიდულობდა და შემდეგ ეროვნული ლატარიის ანგარიშზე რიცხავდა.


ლატარიის ანგარიშით და ნაღდი ფულის გამოყენებით ის თამაშობდა, ხოლო მოგებულ თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.


გამოძიებას აინტერესებს, საიდან მოიპოვა რეინდერსმა ეს ფული. მას მათი კანონიერი წარმომავლობის დამტკიცება მოუწევს.