გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან..." - 10 წლის ფოთელი ბიჭი დახმარებას ითხოვს

9-11-2018

"ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა 10 წლის ფო­თე­ლი ბი­ჭის, გრი­გოლ ესე­ბუ­ას ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი. სკო­ლის მოს­წავ­ლე დახ­მა­რე­ბას ითხოვს იმის­თვის, რომ მისი ოჯა­ხი ბან­კის ვა­ლე­ბის გამო ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩეს. პა­ტა­რა ბი­ჭის პრობ­ლე­მა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ტა­ნა გულ­თან - პოსტს ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა აქვს, ბევ­რი გა­მოთ­ქვამს 10 წლის ბავ­შვის და მისი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს.


"მე ვარ გრი­გოლ ესე­ბუა 10 წლის, ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლაქ ფოთ­ში თა­მარ მე­ფის 71 ნო­მერ­ში. მამა ბად­რი (ბა­ჩუ­კი) ესე­ბუა 62 წლის, დედა 57 წლის (დი­ა­სახ­ლი­სი). მამა მუ­შა­ობს დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ფო­თის ნავ­სად­გურ­ში 2018 წლის მა­ი­სი­დან, მა­ნამ აქვე მუ­შა­ობ­და, მხო­ლოდ მუდ­მივ შტატ­ში უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით. მა­მამ 2013 წელს "ვი­თი­ბი ბან­კი­დან" გა­მო­ი­ტა­ნა იპო­თე­კუ­რი სეს­ხი 19 500 დო­ლა­რი, როცა დო­ლა­რი 1,65 ლარი ღირ­და (სეს­ხი 10-წლი­ა­ნია და­საბ­რუ­ნე­ბე­ლია 36 000 დო­ლა­რი) თავი ფული დარ­ჩე­ნი­ლი აქვს 16 900 დო­ლა­რი.


მამა ყო­ველ­თვე იხ­დი­და 292 დო­ლარს, მა­მას აგ­რეთ­ვე "ტაო პრი­ვატ ბან­კის" 35 000 ლარი ჰქონ­და ვალი. დო­ლა­რის კურ­სის მა­ტე­ბი­სა და მა­მას ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბის გამო, ვა­ლის გა­დახ­და ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო. მას ფული მხო­ლოდ ვი­თი­ბი ბან­კის­თვის ყოფ­ნი­და. 2018 წელს მა­მას ხელ­ფა­სი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა და­უ­ყა­და­ღა 2019 წლის ივ­ნი­სამ­დე. ხელ­ფა­სის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს მი­აქვს 641 ლარი, ხოლო ვი­თი­ბი ბანკს 513 ლარი. სა­უ­ბე­დუ­როდ ეს თან­ხა ვი­თი­ბი ბანკს არ ყოფ­ნის, არ­სე­ბო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია.


მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მმარ­თველს არ გრცხვე­ნი­ათ ქუ­ჩა­ში რომ მტო­ვებთ, მა­მას ამ­დენ პრო­ცენტს ახ­დე­ვი­ნებთ, მა­შიმ­ში­ლებთ. რო­გორ აზი­დავთ ცოდ­ვას უფალ­თან, რას ეტყვით ყვე­ლა­ზე დიდ მსა­ჯულს, ვი­თი­ბი ბან­კში 18 000$ გა­დახ­დი­ლი აქვს, მაგ­რამ ორ­ჯერ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო ეს თან­ხა არ ეთ­ვლე­ბა. ახლა ყა­და­ღის გამო ვერ გა­და­ი­ხა­და და დაგ­როვ­და 570 $, თუ ამ თან­ხას ორ კვი­რა­ში არ გა­და­ვიხ­დით სახ­ლი­დან გა­ძე­ვე­ბა გვე­მუქ­რე­ბა.


მე წა­სას­ვლე­ლი არ­სად მაქვს... სად ვი­ცხოვ­რო, რო­გორ ვი­არ­სე­ბო, რა უნდა ქნას ჩემ­მა ასა­კო­ვან­მა მშობ­ლებ­მა? მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ, კარ­გად ვსწავ­ლობ, მინ­და ასე ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე ვიყო მაგ­რამ სად ქუ­ჩა­ში? გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია - მა­მამ თავი უნდა მო­იკ­ლას, მა­შინ სახ­ლი­დან არ გაგ­ვყრი­ან... მე, გრი­გოლ ესე­ბუა კე­თილ ადა­მი­ა­ნებს გთხოვთ, გე­ვედ­რე­ბით და­მეხ­მა­როთ თან­ხა (თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 292$) ივ­ნი­სის თვემ­დე. მე სწავ­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ, გა­ვიზ­რდე­ბი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და თქვენს ვალს აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებთ! ოღონდ ახლა არ გამ­წი­როთ ქუ­ჩის­თვის. გთხოვთ..." - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში, "ფე­ის­ბუქ­ზე" ნინო ქვარ­ცხა­ვამ გა­მო­აქ­ვეყ­ნდა.


რო­გორც ქვარ­ცხა­ვამ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, გრი­გო­ლი მას­თან ფურ­ცლით ხელ­ში მი­ვი­და და ტექ­სტის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა სთხო­ვა. მისი თქმით, ესე­ბუ­ე­ბის ოჯახს ბანკთან ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და მათი უსახლ-კა­როდ დარ­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს.


"ბავ­შვი მო­ვი­და, მო­მი­ტა­ნა ნა­წე­რი და მო­მიყ­ვა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, თუ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა ოჯახ­ში, რო­გორ კა­მა­თო­ბენ მშობ­ლე­ბი სახ­ლის გამო, სა­ი­და­ნაც ბან­კში თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გა­მო­ძე­ვე­ბა ემუქ­რე­ბათ. ასე­ვე მი­თხრა, რომ მამა თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­სო. ამ ბავ­შვს არც "ფე­ის­ბუ­ქი" აქვს, არც ინ­ტერ­ნე­ტი და არც კომ­პი­უ­ტე­რი. რა თქმა უნდა ყვე­ლა მო­ზარ­დის გვერ­დზე ვარ მეც, რად­გან თა­ვად დედა ვარ. ამ ბავ­შვის სატ­კი­ვა­რი გულ­თან მი­ვი­ტა­ნე და ყვე­ლა ქარ­თველს ვთხო­ვე, თუნ­დაც ერთი ლარი მის­თვის გა­ე­ღოთ. მარ­თა­ლია გრი­გო­ლის მამა მუ­შა­ობს, მაგ­რამ მისი ხელ­ფა­სი ბან­კის გა­და­სა­ხა­დებს არ ყოფ­ნის. მხა­რი და­ვუ­ჭი­რე, რად­გან ეს რე­ა­ლო­ბა იყო. ჩემი არც ნა­თე­სა­ვია, არც ბი­ძაშ­ვი­ლია და არც მა­მი­დაშ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მე­ზო­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნა ნინო ქვარ­ცხა­ვამ.

ჩვენ გრი­გო­ლის კლა­სის დამ­რი­გე­ბელს ეკა გა­ბუ­ნი­ა­საც ვე­სა­უბ­რეთ. პე­და­გო­გის თქმით, ესე­ბუ­ე­ბის ოჯახს ნამ­დვი­ლად აქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რა­საც ბავ­შვი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს:


"გრი­გო­ლი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე, პა­სუხსმგებ­ლი­ა­ნი. მშო­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცეს­ში, აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა­ფერს, ხში­რად მო­დის სკო­ლა­ში და კი­თხუ­ლობს შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გრი­გო­ლის წინა დამ­რი­გებ­ლის­გან ვიცი. მა­საც ერთხელ უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ ბან­კის სეს­ხე­ბი აქვთ და დახ­მა­რე­ბის იმე­დად არის დარ­ჩე­ნი­ლი.


გრი­გო­ლის კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბის­გა­ნაც ვიცი, რომ პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ბავ­შვის მა­მაც სამ­სა­ხუ­რი­დან წლე­ბის წინ და­ი­თხო­ვეს. ეს ბავ­შვი უცხო ენა­ში ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად მშო­ბელ­მა მი­თხრა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო მი­ა­ტო­ვე­ბი­ნა... თუ რა სა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ჩვენ მშო­ბელ­თან ამა­ზე არ გვი­სა­უბ­რია..." - აცხა­დებს გვე­უბ­ნე­ბა გრი­გოლ ესე­ბუ­ას კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი.


დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ ესე­ბუ­ას ოჯახს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე 595 96 56 95

ან ჩა­რი­ცხოთ თან­ხა VTB ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე: GE58VT0600000958743601 (ბად­რი ესე­ბუა)


ambebi.ge