გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: უხეში, სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს - არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე

4-12-2024

უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.


„მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის. ეს რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც აშშ-ის წარმომადგენელ შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც ვიხილავთ. რა თქმა უნდა, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო", - განაცხადა პრემიერმა.