გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საკუთრების აღიარება შესაძლოა თვითნებურად დაკავებულ ცარიელ ნაკვეთებზეც მოხდეს

9-12-2017

მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედმა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა საკუთრება შესაძლოა თვითნებურად დაკავებულ ცარიელ მიწის ნაკვეთებზეც აღიარონ.

„ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ ის გარემოებები, რაც მოგვცემს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ფლობენ ამ მიწის ნაკვეთებს, ამუშავებდნენ ან სხვა პროექტებს ახორციელებდნენ. თუნდაც, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწაზე, რომ გაჩნდეს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები შენობის მსგავსად განიხილება მფლობელობის დამადასტურებლად. შესაძლოა, რომ ცარიელ ნაკვეთზეც მოხდეს საკუთრების აღიარება, თუკი მოქალაქეს ის თვითნებურად დიდი ხანია დაკავებული აქვს“, - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე „მთის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიები მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენენ, თუ მასზე განთავსებულია შენობა (აშენებული ან მშენებარე) ან ნანგრევი მაინც. არის ისეთი ფაქტები, როცა კომისიებმა უარი უთხრეს მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარებაზე, იმის მიუხედავად, რომ მათ იქ მრავალწლიანი ნარგავები ჰქონდათ გაშენებული. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა საკუთრების აღიარების მისაღწევად მოქალაქეებმა რაღაც ნაგებობა ააშენეს და შემდეგ ისევ დაანგრიეს, რომ მას შეძლებისდაგვარად „ძველის“ იერსახე მისცემოდა.