გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით ქართველიშვილი: ეს არ არის, ნაცებო, ის „ვიღაც ქალი“, რომელსაც ტრამპი „არც კი იცნობს“?

4-12-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში კიმბერლი ლოუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.


„ეს არ არის, ნაცებო, ის „ვიღაც ქალი“, რომელსაც ტრამპი „არც კი იცნობს“? თუ ეს არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სავარაუდო ძირითადი საყრდენი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებაზე? ანუ - ეს არის „ვიღაც ქალი“ და ხატია დეკანოიძეა - „პროსტო ქალი“? მე მხოლოდ ხატიას და არსენ ავაკოვის ალერსით აღსავსე საერთო სურათები მაქვს - ამ ფოტოს ის ფოტოსესია ხომ არ „დავუპირისპირო“?

მარცხის მიღებაც ხომ უნდა შეგეძლოს ოდნავ მაინც "ღირსეულად"? თუ სიტყვა "ღირსება" - "მშვიდობასთან" ერთად თქვენს ლექსიკონში „რუსულთან“ არის გაიგივებული? მოუთმენლად ველი "რუს" პრეზიდენტ ტრამპთან, მის "რუსულ ადმინისტრაციასთან" და მათ მიერ "რუსული კანონების" შემოღებასთან თქვენს გარდაუვალ შეგუებას ველოდები. უბრალოდ, ეს შეგუება თქვენი უკიდურესად გაგიჟების ყველაზე გაშმაგებულ ფირმაში აისახება თუ "უწყინარი" კოგნიტიური დისონანსისა თუ „ლაით“ ბიპოლარულ აშლილობაში - საკითხავი მხოლოდ ესაა...“, - წერს დავით ქართველიშვილი.