გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: ბავშვებს, სკოლას რომ მოუწოდებ გამოდიო, დამთავრდა იქ შენი დედობა და ქალობა, აღარ ხარ, პრეზიდენტი გინდ გერქვას, დედამ სხვისი შვილი როგორ უნდა გაიმეტო - ვფიქრობ, რატომ არ აქვს ქართველებისადმი დედობის გრძნობა დღევანდელ პრეზიდენ

4-12-2024

„რაღაცა მძიმე რომ ხდება, ხშირად ეკლესიის მსახურებს, პატრიარქს, ჩვენ მოგვდგებიან და გვეუბნებიან, რომ რატომ არ ერევით, რატომ არ აკეთებთ იმას, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაზე. ერთ-ერთ ბოლო როდესაც ვთქვი, რომ შევრიგდეთ, დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი ვინც ბრძანდება, გამობრძანდა და მეორე დღესვე განცხადება გააკეთა ეკლესიაში არაო, მე ვარ ის ადგილიო, სადაც უნდა მოხდეს გაერთიანებაო და როგორ გავერთიანდით კი ვნახეთ. ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების პოლუსი შექმნა“,- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა საქართველოს პრეზიდენტ - სალომე ზურაბიშვილზე.


მეუფე იაკობის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს, სკოლას მოუწოდებს გამოდიო, დამთავრდა იქ მისი დედობა და ქალობა, მას ალბათ იმიტომ არ აქვს ეს გრძნობა, რადგან საქართველოში არ დაბადებულა.


„მერე იყო, ჩატარდა არჩევნები, გამარჯვებული ქართველი ხალხია, იმიტომ რომ, ჩავატარეთ არჩევნები 150 კაცი გამოვირჩიეთ, ანუ 150 რჩეული გვყავს, ვიღაცა თუ უარს იტყვის რაღაცის გამო, რომ არ უნდა რჩეული იყოს, ზეცაშიც ამას ეტყვიან მერე და ადრე თუ გვიან აღარ იქნებიან რჩეულები. როდესაც არასწორ სიტყვას ამბობ ჯობია შენი სიტყვა გატეხო და სწორად მოიქცე, ამიტომ ვიღაცები ახლა, ეს სიტყვა მოდაშია - „ბულინგი“. მიდის ხოლმე „ბულინგი“, ახლა როგორ დავიჯეროთ, რომ 61 კაციდან, 61-ვეს მართლა ის უნდა, არ უნდა ხომ, რომ შევიდეს.


ეს არის ტყუილი ერთმანეთში მიდის ხოლმე - არ შევიდნენ. სადამდე მიგვიყვანა ხომ ხედავთ. როდესაც დამთავრდა არჩევნები , ჩვენთან ეკლესიაში თავიდანვე ხომ არ გამოგვიხატავს არაფერი, ყველა ვიყავით არჩევნებზე და ვინც გაიმარჯვა ცესკომ უნდა გამოაცხადოს. გამოაცხადა და მაგის შემდეგ მოხდა - უწმინდესმა მიულოცა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და ასევე, დანარჩენებსაც მიულოცა, ერთად დასხდნენ და ერთად გააკეთონ ის, რომ საქართველოსთვის იზრუნოს ყველამ ერთად. მაგრამ ნახეთ რა, იმავე დღეს ისევ დღევანდელმა პრეზიდენტმა - არ ვცნობ არჩევნებსო. წარმოიდგინეთ, არ ეზარება მაინც, დღეში რამდენ ვინმესთან რეკავს, რამდენ, მაპატიეთ და სისულელეს ლაპარაკობს. ცოტა ხანში გადის პრეზიდენტობის ვადა, ალბათ დავეხმარებით და გავაცილებთ, რომ უსაფრთხოდ გავიდეს ამ ქვეყნიდან, დავეხმარებით აუცილებლად, მაგაში.


ვიფიქრე რატომ არ აქვს ქართველებისადმი დედობის გრძნობა დღევანდელ პრეზიდენტს, კი იწოდება პრეზიდენტად, მაგრამ რომ წავიდა და უცხო ქვეყანაში არის დაბადებული, მერე ჩვენთან რატომ ვერ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი ყოფილიყო ჩემთვის გაუგებარია და ის ალბათ უფრო გუბერნატორად გრძნობს თავს საქართველოში. ვიცით, რომ საფრანგეთსაც დღეს აფრიკაში ბევრი კოლონია აქვს, კოლონიალურია და საქართველოც კოლონია ჰგონია შეიძლება ამ ქალბატონსაც, ასეა, აბა სხვა რა უნდა ვთქვა, რომ სკოლის ბავშვებს, სკოლას რომ მოუწოდებ გამოდიო დამთავრდა იქ შენი დედობა და ქალობა. აღარ ხარ პრეზიდენტი გინდ გერქვას, ვადაგასულზე არ არის და რამდენიმე დღე დარჩა მაგაზე არ არის, დედამ სხვისი შვილი როგორ უნდა გაიმეტო, გურჯისტანი იქით ჰყავს და მშვიდად ჰყავს და მათთვის სამსახურები, რომ ეშოვნა ერთისთვის ამერიკაში და მეორესათვის საფრანგეთში, გაგვყიდა ასე ქართველები. იმ თემაზე მინდა გითხრათ, რომელზეც არ ლაპარაკობენ აი დღეს მიდის ჩვენთან რაზეა საუბარი - თითქოს უარი ვთქვით ევროპაზე და ახლა რაზე მიდის ბრძოლა, ახალგაზრდების ჯგუფი, ალბათ უფროსებიც ფიქრობენ, რომ ალბათ ვკარგავთ ევროპის პერსპექტივას და ხედავთ რა ხდება რუსთაველზე, რას ვუშვრებით ჩვენს ქვეყანას.


ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთს ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო, ისინი უნდა დაფიქრდნენ, რისთვის გამოვდივართ რა გვინდა. ხარ რუსთაველზე, აი რომ შეხვიდე შენობაში შევარდნაძე იქ არ ზის, რომ ვარდით შეხვიდე და ჩაი დალიო, შეხვედი რა?! ვის მოგვწონს?! ან მხარე როგორ უნდა ვიყოთ ქართველები, ორი მხარე როგორ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან დაპირისპირებული, აქეთ ბავშვები არიან და ახალგაზრდები, იქით - პოლიცია და რომელს უნდა უგულშემატკივრო?! ისიც ქართველია და ისიც, თუმცა, ვიცით, სიმართლე სად არის, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას არ უნდა ავაოხრებინოთ, ჯერ თვითონ არ უნდა ავაოხროთ და მერე პროქსიომში არ უნდა ჩაგვითრიონ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.