4-12-2024
აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ში ყველა ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას და ღია მცდელობაა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა საქართველოში.
„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან. არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს ამის გამო, ეს მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.