გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება“ - ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

4-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს, რომლითაც ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაგვაცნობს.

როგორც სებში აღნიშნავენ, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

„თვის მიმოხილვა“ ასე გამოიყურება:

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.3% შეადგინა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.6% შეადგინა
  • ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 1.8% შეადგინა

საბანკო სექტორი

  • ოქტომბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ ოქტომბერში 50.7% შეადგინა
  • ოქტომბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.8 პპ-ით, 43.3%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - ოქტომბერში საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის მაღალმა ზრდამ განაპირობა. მოიმატა ასევე საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტმა, ხოლო სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტი კვლავ ზომიერად შემცირდა
  • ექსპორტი - ოქტომბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 39.0%-ით გაიზარდა და 681.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდა მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა. ამასთანავე, სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტმა კვლავ მოიმატა, ხოლო საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტმა კლება დაიწყო
  • რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.