გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია

4-12-2024

ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია, ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.


„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საბოლოო მიზანია. ძალიან ხშირად ვეუბნებით ქართველ ხალხსა და სხვა დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის: ყველა შესაბამის ვალდებულებას ვასრულებთ რაც მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგიდან ან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან მომდინარეობს. ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.