გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა-2018“ ჩატარდა

9-11-2018

7 ნოემბერს თელავში მეფე ერეკლე მეორის 298-ე იუბილე აღინიშნა. ღონისძიებები ძირითადად თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე აკადემიურ სტილში წარიმართა.


თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილა ბატონის ციხის ეზოში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, მეფის სულის მოსახსენიებელი წირვით დაიწყო. პარალელურად, მცხეთის სვეტიცხოველში - ერეკლე მეორის საფლავზე, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

დღესასწაულზე სტუმრად იმყოფებოდნენ დელეგაციები თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან: ბიბერახი (გერმანია), კედაინიაი, ანიკშჩიაი (ლიეტუვა), ბალტა (უკრაინა), კლეცკი, გლუბოკოე (ბელარუსის რესპუბლიკა).


ბატონის სასახლის აივანზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგები“, ანსამბლები: „პატარა კახი“ და „მზე შინა“. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე.


საღამოს, ანსამბლი "ქართული ხმების" კონცერტი ჩატარდა, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საპატიო თელაველები დააჯილდოვა. "საპატიო თელაველის" წოდება მიენიჭათ: მერაბ მერაბიშვილს (მოქანდაკე, ერეკლე მეორის ძეგლის ავტორი), ელენე ლუხუტაშვილს (თვითნასწავლი ხელოვანი), ლევან სეფაშვილს (ხელოვანი), ლევან კირვალიძეს (ექიმი) და ზურაბ არსენიშვილს (საზოგადო მოღვაწე).


შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა მეფე ერეკლეს შთამომავალი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.


ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


ipn.ge