გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან

4-12-2024

ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ თავად არის აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას იღებს და რაც აქციისთვის საჭიროა, ყველაფერი აქვთ, მათ შორის "ძალიან ბევრი პარალონები, ფეიერვერკები" და კიდევ აპირებენ შეძენას, ნიშნავს, რომ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობლიური ამბოხი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ამის უკან კვლავ დესტრუქციული ოპოზიცია და მათი დონორები დგანან.


"ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. რა ხდება, თურმე არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან, რომლებიც ხალხით მანიპულირებენ, საზარბაზნე ხორცად იყენებენ და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ?" - წერს ლუკა ეხვაია.