5-12-2024
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს „დედა“ და „მამა“ შეურაცხყოფად აფასებს და ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე.
„ენტონი ბლინკენი სანქციებით იმუქრება. „შეგახსენებთ ყველას, ეს ის ბლინკენია, რომელმაც სამსახურში გამოსცა ბრძანება და აკრძალა სიტყვების "ქალის" და "კაცის" გამოყენება. ეს ის ბლინკენია, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს "დედა" და "მამა" შეურაცხყოფად აფასებს. დაბოლოს, ეს ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე და დაგვემშვიდობება სამუდამოდ! ცოტაც უნდა გავუძლოთ, ძალიან ცოტაც...“, - წერს ნინო ფოჩხუა.