გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერი ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

9-11-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მერის მოადგილეები გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებიც დაესწრნენ.


ირაკლი ტაბაღუამ და დამეგობრებული ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქალაქის მერმა სტუმრებს რუსთავში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.


სტუმრებმა შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს რუსთავის მერიის სტრუქტურისა და სამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. მოგვიანებით, პანევეჟისის თვითმმართველობის წარმომადგენლები რუსთავის #1 საბავშვო ბაღს ეწვივნენ და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადასცეს.


სტუმრები სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ და ბავშვების მონაწილეობით მცირე კონცერტსაც დაესწრნენ.


ipn.ge