გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე

5-12-2024

მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს.


„მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირველი, ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში ვგულისხმობ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.