გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელმა და როგორ

5-12-2024

„ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


ანჯაფარიძის თქმით, 1991 წლიდან გაერო დაეხმარა არჩევნების ჩატარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, ჰაიტი, კოსოვო, ლიბერია და ა.შ ანუ, ოპოზიციას სურს, რომ ასეთი ქვეყნების რიგებში იხილოს საქართველოც.


„ყოვლისმომცველი დეგრადაციის გზაზე დამდგარი ოპოზიცია ითხოვს რომ საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელმა და როგორ. მე შეგახსენებთ, 1991 წლიდან გაერო დაეხმარა არჩევნების ჩატარებაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა, კამბოჯა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, ჰაიტი, კოსოვო, ლიბერია, მოზამბიკი, ნამიბია, სიერა-ლეონე და ტიმორ-ლესტე, ასევე ავღანეთი და ერაყი. ანუ, ოპოზიციას სურს ასეთი ქვეყნების რიგებში იხილოს საქართველო. დასკვნები თავად გააკეთეთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.