გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები"

5-12-2024

ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები", რომლებიც მიდიან მიტინგებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, რომელიც სახის დამალვის შესაძლებლობას იძლევა.


„ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა, რომ შეიძლება, არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა შესაბამის ფორმებზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორც არის სახის დამალვის საშუალება და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ ნიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ანუ მოძალადე „ნაცებს", რომ მათ ჰქონდათ მზაობა ძალადობისთვის. ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე. პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები", რომლებიც მიდიან მიტინგებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.