ორშაბათი, მაისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ბათუმში კაცმა 12 წლის გოგოს სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა

9-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 55 წლამდე ასაკის კაცი, გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.


კაცი პოლიციამ მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე აიყვანა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კაცმა 12 წლის გოგოს სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 


''იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე ჰყვება, რომ ორგანიზაციას გოგოს დედამ მიმართა. 


''ბავშვის დედა ჰყვება, რომ გოგო მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც 55 წლამდე ასაკის კაცმა, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ავტობუსში იყვნენ სხვა არასრულწლოვნები და კიდევ ერთი კაცი, რომელსაც მოზარდებმა დახმარება სთხოვეს. კაცმა ავტობუსიდან ჩასვლა მოასწრო, შესაბამისად იმ წუთებში პოლიციის გამოძახება ვერ მოხერხდა. შესაბამისს უწყებაში შეტყობინება მოგვიანებით ჩვენმა ორგანიზაციამ გააგზავნა'' - ამბობს თეონა აბაშიძე. 


მისივე ინფორმაციით, კაცის დაკავების შემდეგ 12 წლის გოგონა სკოლაში დაბრუნებას აპირებს. 


''მანამდე სასწავლო დაწესებულებაში მარტო წასვლის ეშინოდა და ითხოვდა გვერდით ვინმე თანმხლები პირი ჰყოლოდა. ამ ფაქტის გამო შეშინებული იყო და ჰქონდა ძლიერი ემოციური ფონი,"- განმარტავს აბაშიძე. 


imedinews.ge