გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე ცივი წყალი გადაასხა საქართველოს როგორც შიდა მტრებს, ისე გარე არაკეთილმოსურნეებს

5-12-2024

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი არის ბიუჯეტის ქურდი და ქართული ჯარის მძარცველი, ხოლო საქართველოში არსებობს სამართლიანი სასამართლო.


მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადასტურდა, რომ ქართული მართლმსაჯულების მხრიდან კეზერაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია პოლიტიკურ დევნას.


„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე ცივი წყალი გადაასხა საქართველოს როგორც შიდა მტრებს, ისე გარე არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც ქართული სასამართლოს მიერ საქართველოს ბიუჯეტის ქურდად და მძარცველად აღიარებულ კეზერაშვილზე ამბობდნენ, თითქოს ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი არის ბიუჯეტის ქურდი და ქართული ჯარის მძარცველი, ხოლო საქართველოში არსებობს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელშიც ეჭვის შეტანა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ქართულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო იმ ფაქტზე, რომ მან საქართველოს ბიუჯეტს დავით კეზერაშვილმა 5 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარა.


დღემდე ოპოზიცია და კეზერაშვილის ხელის ჟურნალისტები აცხადებდნენ, თითქოს მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და ეს გაასაჩივრეს სტრასბურგშიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეჭვმიუტანლად დაადასტურა, რომ კეზერაშვილი არის ქურდი. მან 5 მილიონი დოლარი მოჰპარა ქართულ ჯარს მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე კი გამოუძიებელი საქმეები ჯერ კიდევ ბევრია. დღეს კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც მოპარული ფულით საზრდოობენ, იჭრებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში და ტყუილებით და დეზინფორმაციით ქართული საზოგადოების ტერორს ახდენენ. მათი ეს სამარცხვინო საქციელი უნდა დასრულდეს და რამდენადაც ვიცით, უახლოეს პერიოდში დასრულდება კიდეც, რადგან კეზერაშვილი აღარ აპირებს ამ ტელევიზიის დაფინანსების გაგრძელებას. მისი თანამშრომლები სწორედ ამიტომ არიან შოკში და ახლა ცდილობენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის უზურპაცია მოახდინონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.