6-12-2024
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi • კასპის გრიფინი შეიქმნა.
კლუბი „გრიფინი“ (მწვრთნელები გიორგი სიმონიშვილი და გიორგი მოსიაშვილი) კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და კასპის საკალათბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კლუბის მოთამაშეები ვარჯიშის დროს მოინახულეს და პირველი გამარჯვება მიულოცეს.
პირველი ამხანაგური მატჩი ა ლიგის რუსთავის კლუბთან 100 : 87 გამარჯვებით დაასრულეს. კლუბი გამოცდილი კალათბურთელებითა დაკომპლექტებული და ა ლიგაში გადასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევთ.
პირველ ეტაპზე 8 - 15 დეკემბერს კლუბ „მთიებს“ დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი - 23 – 26 დეკემბერს „ასტრალს“.
ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა საკალათბურთო კლუბ „გრიფინს“ და აღნიშნა - კლუბს კიდევ ერთი „დატვირთვა“ ექნება - ნიჭიერი კასპელი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობენ "გრიფინში" რეგულარულად ივარჯიშებენ და მიეცემათ საშუალება მეტი პროფესიონალიზმისა და მომავალი წინსვლისთვის.