გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან ხურცია: ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს, დგახართ, სადაც გვერდით მდგომი ლეწავს თეატრს.... მხოლოდ თქვენი აზრია სწორი და ამას აკეთებთ ქვეყნის სიყვარულის სახელით

6-12-2024

„რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80% ვატარებ) ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბატონ სტურუას ვგულისხმობ,“ - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში წერს. 


„ახლა ვკითხულობ სოც. ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80% ვატარებ) ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ.


დგახართ, სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს „მოგ.. ნთ მშვიდობა” მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რავიცი კიდევ რამდენი რამ… და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია“, - აღნიშნავს ხურცია.