გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის ყოფილი მერი არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში ჩართვაზე განმარტებას აკეთებს

9-11-2018

ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში ჩართვაზე განმარტებას აკეთებს.


მურღულიამ საკრებულოს ყოფილ დეპუტატებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამის მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხე დაასახელა.


მათი თქმით, არჩევნების პირველი ტურში მიღებული შედეგები არ ასახავს ქუთაისის რეალობას და ამიტომ, სამოქალაქო აქტივობით მეორე ტურის სარჩევნო კამპანიაში ჩაერთნენ.


„მე არანაირი პოლიტიკური გეგმა არ მაქვს. არის საფრთხე მოძალადე რეჟიმის დაბრუნების, ამიტომ შეიქმნა სამოქალაქო აქტივობა, ჩაერთნენ ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვიწყებთ მოძრაობას, ეს არის სამოქალაქო აქტივობა. როდესაც რეჟიმის დაბრუნების საფრთხე ჩნდება, დანაშაულად მიმაჩნია გაჩუმება. ბევრი ვიფიქრე და ჩავერთე მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.


ipn.ge