გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა

7-12-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აღმოჩნდა აკრძალული აზო-საღებავები:


• დახლზე მოვაჭრე ი/მ ლიანა ქობალია; სურსათი- აჯიკა; დამზადების თარიღი: 01/10/2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 01/03/2025 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. თბილისი, აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ N135
• დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ქეთევან კილასონია; სურსათი-აჯიკა; დამზადების თარიღი: 11.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა- 6 თვე; დარღვევა-აღმოჩნდა საღებავი Para Red; მისამართი: ქ. სენაკი, აგრარული ბაზარი,რუსთაველის ქ. N180.
• დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ხათუნა ფხაკაძე; სურსათი- დაღერღილი წითელი წიწაკა; დამზადების თარიღი: 18.10.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა: 04.2026 წელი; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I და Sudan IV; მისმართი: ქ. ოზურგეთი, აგრარული ბაზარი, გურიის N35.
• მოვაჭრე ი/მ მაია გელაშვილი; სურსათი- სველი აჯიკა; დამზადების თარიღი: 13.11.2024 წელი; ვარგისიანობის ვადა 20 დღე; დარღვევა- აღმოჩნდა საღებავი sudan I.; მისმართი: ქალაქი რუსთავი მე-16 მ/რ-ნი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.


აღნიშნული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს მისი ბაზრიდან ამოღება/განადგურებას. ამასთან გაგრძელდება მოკვლევის პროცესი.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს!


სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში აკრძალული საღებავების ლაბორატორიულ კვლევას, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს აღებულია 113 ნიმუში, საიდანაც მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა აკრძალული საღებავი. დარღვევბის შემცირება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა რეგულაციებმა. კერძოდ, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებით, დარღვევების ძირითად წყაროს წარმოადგენს იმპორტირებული წითელი წიწაკა. რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლის ოქტომბრიდან, წითელი წიწაკის იმპორტის განხორციელებისას გამკაცრებული მოთხოვნები მოქმედებს. წითელი წიწაკის (დაფქული, დაღერღილი) თითოეულ პარტიას იმპორტის დროს (გარდა ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის და ისრაელის) თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.


საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.


"სუდანის" ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.