გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების განცხადება ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების დროებით გაუქმებასთან დაკავშირებით თანამშრომლებთან შეთანხმებული არ ყოფილა - მერაბ გეჯუა

7-12-2024

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება, თანამშრომლებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა Facebook-ზე წერს. 


მისი თქმით, ფილიალების მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 


„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული თანამშრომლებთან და სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი გამოქვეყნების შემდეგ.


ერთადერთი კითხვა, რაც განცხადების გავრცელებამდე დაისვა, იყო შემდეგი: ვეთანხმებოდით თუ არა ქვეყნის ევროპულ კურსს და ვგმობდით თუ არა ძალადობას?


ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების დამოკიდებულება არის საერთო. ჩვენ ყველას გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ისევე, როგორც წარმოუდგენელია, გამართლება ჰქონდეს რაიმე სახის ძალადობას.


რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერება არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.


მიგვაჩნია, რომ ჩვენს უწყებას უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია თბილისის მოსახლეობის წინაშე, რასაც უნდა ვემსახუროთ ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე.


შესაბამისად, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება გაწერილი განრიგის მიხედვით“, - წერს მერაბ გეჯ