გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედმონდ მინაშვილი: გარდაცვლილი გმირის, მიშიკო დვალიშვილის დედა ცუდად არის, მორიგი ტყუილი მოისმინა ცრუპენტელა ჟურნალისტისგან, ვინმე დეა მამისეიშვილისგან, შინდისის გმირის ბიძაშვილი ვარო

7-12-2024

„სიბინძურე, მორიგო ტყუილი, - „შინდისის გმირებს“ სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები“, - წერს რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, შინდისის გმირებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილის, მიხეილ დვალიშვილის დედამ, მოისმინა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ტყუილი, თითქოს ის დვალიშვილის ბიძიაშვილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


როგორც ედმონდ მინაშვილი აღნიშნავს, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს, არავითარი კავშირი არ აქვს გარდაცვლილი გმირის ოჯახთან.


„სიბინძურე, მორიგო ტყუილი, - "შინდისის გმირებს" სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები ... ახლა დამირეკა გარდაცვლილი გმირის, - მიშიკო დვალიშვილის მამამ, ძალიან აღელვებული იყო, მიშიკოს დედას წნევა ვერ დაურეგულირეს ისე ცუდად არის შვილმკვდარი ქალბატონი, გუშინდელი მორიგი ტყუილი მოისმინა ბინძური ტელევიზიის ცრუპენტელა ჟურნალისტისგან - ვინმე დეა მამისეიშვილისგან, თურმე გაჰკივის, შინდისის გმირის - მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილი ვარო, ხალხნოო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მორიგი ბოროტება! არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან! გაფრთხილებთ, გაეშვით "შინდისის გმირების" სახელების ხსენებას, დედეს გიტირებთ ყველას, თქვე უნამუსოებო, მე მაინც არ ვიცოდე ვინ ხართ და ვინ რა გააკეთა იმ ბიჭებისთვის... ძალიან მალე დაგივლით ყველას, ძალიან მალე, უხ თქვენი....!!!!" - წერს ედმონდ მინაშვილი.